რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2019-12-17 10:54:38

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავი, სამშვილდის ქ. N 10ა-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 17/12-ის 11:15-დან 17:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ:

სამშვილდის, ნეკრასოვის, ბერიტაშვილის ქუჩებს, ტოლსტოის ქ. N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10.