ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2019-12-17 10:31:40

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, XVII მიკრორაიონში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

შეჯახების შემდეგ "მერსედესის" მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.