გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

2017-04-12 20:45:21

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულების ნაწილი მკურნალობას კლინიკა „რუსთავში“ გადის. ექიმების განცხადებით, 2 ქალბატონს რომლებსაც მოტეხილობები აღენიშნებოდათ, ჩაუტარდათ ოპერაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. კლინიკაში მოთავსებული მამაკაცი კი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი ჯამნმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოსკენ მიმავალ გზაზე გუშინ მოხდა, ერთმანეთს 6 ავტომობილი დაეჯახა.