რუსთავში ბავშვმა სახე დაიწვა

2019-12-16 22:28:09

რუსთავში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბავშვმა სახე დაიწვა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 7 წლის გოგონამ სახეზე ცხელი ყავა გადაისხა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

მოზარდი თავდაპირველად "კლინიკა რუსთავში", მოგვიანებით კი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.