"მხოლოდ ქართულის" რუსთაველი კონკურსანტი

2019-12-16 19:39:09

"მხოლოდ ქართულის" 10 კონკურსანტს შორის ერთ-ერთი კონკურსანტი რუსთაველია.

ნიკა შუბითიძე 23 წლისაა და მან რუსთავის #4 მუსიკალური სკოლა დაამთავრა. არ თვლის, რომ განსაკუთრებული ხმა აქვს და ფიქრობს, რომ უფრო მეტად მუსიკალურად აზროვნებს, თუმცა მუსიკალური შოუს შესარჩევ ეტაპზე მან ჟიურის მოწონება ერთხმად დაიმსახურა. შემფასებლებმა ნიკა შუბითიძეს როგორც განსაკუთრებული ხმის ტემბრი, ისე მუსიკალური აზროვნება მოუწონეს.

"ინფო რუსთავის" კითხვას, რატომ მხოლოდ ქართული, პასუხობს, რომ  "თუ მღერის, მხოლოდ ქართულად მღერის და იმიტომ".

ნიკა შუბითიძე მუსიკალური შოუს ცოცხალ კონცერტზე დღეს პირველად იმღერებს. მას გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება. იმისთვის, რომ რუსთაველმა მონაწილემ შოუ არ დატოვოს, მაყურებელმა უნდა დარეკოს ნომერზე 0 800 100 100. ზარები კონცერტის მიმდინარეობის დროს მიიღება. კონცერტი კი დღეს "მთავარი არხის" ეთერში 22:00 საათზე დაიწყება.