ქალი თავის თავზე დაქორწინდა [photo]

2019-12-16 18:36:15

სანდრა ბლანკო 32 წლის ქალია, რომელიც მისმა საქმრომ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მიატოვა. მიტოვებულმა სანდრამ გადაწყვიტა, რომ დაგეგმილი ქორწილი არ ჩაეშალა და ნებისმიერ შემთხვევაში გამართულიყო ლას-ვეგასში დაგეგმილი ცერემონია. საკუთარ თავზე სწორედ ვეგასის პატარა ეკლესიაში გათხოვდა.

მისივე თქმით ცერემონია ძალიან ლამაზი იყო და მან თავისივე თავს დაუდო საქორწინო ფიცი. სანდრამ დაიქირავა მამაკაცი მოდელი, რომელთან ერთადაც საქორწინო ფოტოსესია მოაწყო.

,, მე დავუკავშირდი მოდელ მამაკაცს, იან სპაივეის, რომელსაც ეს გიჟური იდეა მოეწონა და ფოტოსესიაზე დამთანხმდა"- ამბობს სანდრა. ფოტოსესიაზე ასევე უპრობლემოდ დათანხმდა ფოტოგრაფიც, როდესაც სანდრას ამბავი გაიგო.

მისივე თქმით ლას-ვეგასში მან ძალიან კარგი დრო გაატარა იანთან და ფოტოგრაფთან ერთად. მათ ასევე მოინახულეს გრანდკანიონი.