ესპანეთში ქართველები დააკავეს

2019-12-16 14:40:45

ესპანეთის პოლიციამ საგამოძიებო ოპერაციის შედეგად მოპარული ოთხმოცი ძვირადღირებული საათი, ძვირფასი სამკაულები, ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღო, რომელიც საქართველოში უნდა გამოგზავნილიყო.

საგამოძიებო ოპერაცია ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. პოლიციამ შეძლო მძარცველთა იდენტიფიცირება და უმეტესი მათგანი თავისსავე სახლში დააპატიმრა. დაკავებულებს შორის ქართველები და სომხები არიან. ისინი მოპარული ნივთების საქართველოში გასაყიდად გაგზავნას ამანათების გასაგზავნი კომპანიის დახმარებით აპირებდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებიდან რამდენიმეს ახლო კავშირი აქვს ე.წ ქართული მაფიის ბოსებთან. პოლიციის მიერ აღმოჩენილი მოპარული ნივთები მესაკუთრეებს დაუბრუნეს.