რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2019-12-16 10:33:33

რუსთავში მამაკაცი ლერმონტოვის ქუჩაზე უგონო მდგომარეობაში ნახეს.

50 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადგილობრივები აცხადებენ რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ნარკო კომა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.