რუსთავში, მეგობრობის #22-ში, სილამაზის ახალი სივრცე გაიხსნა. ®
სილამაზის სალონი "რუსალკა" მომხმარებელს გარეგნობაზე ზრუნვას ერთ სივრცეში სთავაზობს. სერვისის მრავალფეროვნებაში კი ქალისა და მამაკაცის სტილისტების, ვიზაჟისტისა და მანიკურის სპეციალისტის მომსახურება იგულისხმება.
მისაღები ფასები - აი, რა გამოარჩევს "რუსალკას" ქალაქში არსებული სილამაზის სხვა სივრცეებისგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მისაღები ფასებისა, მომხმარებლებს სალონში მაღალი ხარისხის პროდუქცია, გამოცდილი სპეციალისტები და მაღალი სტანდარტით დაცული უსაფრთხოების ნორმები დახვდებათ.
სალონში მომუშავე სტილისტებს შეუძლიათ თმის სასურველი ფერი შეგიქმნან და ასევე თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ვარცხნილობა შემოგთავაზონ.
სილამაზის ახალ სივრცეში ფრჩხილის მოვლის გამოცდილი სპეციალისტი შილაქის, ფრჩხილის გელით დაგრძელების, ბიო გელის და დაზიანებული ფრჩხილის აღდგენის სერვისებს შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, სალონში უმაღლეს დონეზეა დაცული სტერილიზაციის ნორმები.
საკონტაქტო ინფორმაცია: 0341 27 22 44
დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ სალონის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.