რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2019-12-14 10:55:46

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთაველის N33-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით. 11:00-დან 17:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება რუსთაველის N31, 33, 35 დავით გარეჯის N11, 13, 15, 17 და მაიაკოვსკის N22 კორპუსებს.

ფალიაშვილის N14-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 10:40-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ფალიაშვილის N4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 16ა და მეგობრობის გამზირის N12ა, 14, 16, 18, 20.

მშვიდობის 2 წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით. 09:40-დან 15:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: მშვიდობის ქუჩას და ზედგენიძის ქუჩას.