"ზღაპრული გარემო ბავშვებს" [photo]

2019-12-13 20:50:56

"საახალწლო განწყობა და ზღაპრული გარემო ბავშვებს" - რუსთავის #1 ბაგა-ბაღი, წინა საახალწლოდ ბავშვებისთვის სადღესასწაულო გარემოს შესაქმნელად მოირთო.

ბაღის ეზოში, სხვადასხვა სივრცეები მოეწყო, დამონტაჟდა განათებები, დეკორაციები და საზეიმო ვითარებაში განათდა ნაძვის ხე.

"შემოაბიჯებს სულ მალე შობა ახალი წელი, რაც გაიგივებულია მოლოდინებთან, ზღაპრულ სამყაროსთან, რაღაც გარკვეულ იმედებთან. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ყველა მშობელს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგად დაგვეხმარნენ და გვერდში დაგვიდგნენ", - განაცხადა #1 ბაგა-ბაღის გამგემ ლეილა გორგაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც განაცხადა, რომ: -"პირველი ბაღის მშობლებმა, აღსაზრდელებმა, რა თქმა უნდა გამგის დამსახურებით შექმნეს ეს ულამაზესი შობის ღამე. ყველას აქვს თავის კუთხე და ლოკაცია. თქვენ ხედავთ, რომ ერთმანეთზე უკეთესი და ულამაზესი საახალწლო განათებები აქვთ. რაც მახარებს, არის ის რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ ადამიანი მოინდომებს"