"გავდივარ" [photo]

2019-12-13 20:32:42

"გავდივარ" - რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთაველი მხატვრის, თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე 20 კონცეპტუალური ნამუშევარი, ხოლო 8 ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.

მხატვრის თქმით, გამოფენა უახლოესი თვეების განმავლობაში გარდაცვლილ ახალგაზრდებს ეძღვნება.

"მთავარი იდეოლოგია, გამოფენის არის ის, რომ მიწიერი არსებობის გარდა, არსებობს რაღაც უსასრულობა, რომელშიც ჯერ ჩვენ არ გავსულვართ. სხვადასხვა იდეოლოგიის ხალხი არსებობს და რა თქმა უნდა, ყველა ერთი საერთო აზრის წინაშე ვერთიანდებით, რომ გარდა მატერიალური არსებობისა, არსებობს მარადიული და უკვდავი სული. სულიერი სიფხიზლისთვის მოუწოდებს საზოგადოებას და ამავდროულად არის სოლიდარობა, თანადგომა ამ ოჯახების მიმართ", - განაცხადა მხატვარმა თამარ ფეიქრიშვილმა.

გამოფენაზე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.