ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-12-13 20:22:30

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიას წრესთან.

არსებული ინფორმაციით, "ნისანის" მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად ახლაგაზრდა 33 წლის ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.