ლორან სიმონსი 9 წლის ბელგიელი ბიჭია, რომელმა 4 წლის ასაკში სკოლაში სიარული დაიწყო, წელიწადნახევარში დაწყებითი კლასები დაასრულა. ხუთ წელში კი მოახარხა სკოლის დამთავრება და უნივერსიტეტში ჩაბარება, ახლა კი მის მიტოვებას აპირებს. მისი მამის ალექსანდრე სიმონის თქმით, 9 წლის ბიჭი ასრულებს უნივერსიტეტს, რადგან უნივერსიტეტი ხელოვნურად ცდილობს, ბავშვისთვის დიპლომის გადაცემა შემდეგი წლისთვის გადადოს.
მამის განცხადებით ლორანს 2020 წლისთვის სხვა გეგმები აქვს, სწორედ ამიტომ ის უნივერსიტეტს მიატოვებს.
უნივერსიტეტში აცხადებენ: მისი მამა ჩქარობს, რომ ლორანმა უნივერსიტეტი 9 წლის ასაკში დაამთავროს. რაც ნიშნავს სამ წლიანი კურსის 10 თვეში დასრულებას. მათივე განცხადებით უნივერსიტეტის დამთავრება იმ თარიღში, რაც ბავშვის მამას სურს, შეუძლებელია, რადგან გამოცდები, რომელიც ლორანმა უნდა ჩააბაროს, ძალიან რთულია.
იმ შემთხვევაში, თუკი ლორანი უნივერსიტეტს 9 წლის ასაკში დაასრულებდა ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ბაკალავრის კურსდამთავრებული იქნებოდა. უნივერისტეტში ის ელექტო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა.
9 წლის ბავშვს სურს, შექმნას ხელოვნური ორგანოები, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.