რუსთავში, რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნის შესრულებით გახსნეს, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კი აღიმართა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ექვს თვე, როდესაც საქართველო იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ სწორედაც ჩვენი არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ოჯახი და აქედან გამომდინარე, ეს თარიღი მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ ჩაატარა სხვადასხვა ქალაქებში მსგავი ღონისძიებები, რაც აფიქსირებს და ადასტურებს იმას, რომ მართველი პარტიის არჩევანი არის ევროპული გზა"- რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანმა განაცხადა.
ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანი და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.