მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-12-12 00:01:03

12-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 დეკემბერი +9°C, 13 დეკემბერი +9°C, 14 დეკემბერი +11°C, 15 დეკემბერი +13°C.