რუსთავის შესასვლელში ნაძვის ხე აანთეს [video]

2019-12-12 00:38:00

რუსთავი 2020 წელს ახალი საახალწლო განათებებით და განსხვავებულად მორთული ნაძვის ხით შეხვდება. [ვიდეო/video]

"რუსთავსერვის ცენტრის"თანამშრომლებმა, ქალაქის შესასვლელში, მანათობელი ლითონის კონსტრუქციის ნაძვის ხე დაამონტაჟეს, რომელიც დიოდური ლენტებით და სტრინგებით დღეს განათდა.

“რუსთავსერვის ცენტრის” ტექნიკურმა ჯგუფმა ქალაქის მასშტაბით, როგორც ახალი საახალწლო სანათები, ასევე საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟი განახორციელა.

სამუშაო პროცესს რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია პირადად ესწრებოდა.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად მერიის წინ, რამდენიმე დღეში განთავსდება.

ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მორთვა გრძელდება.