გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
5 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 4 და 6 დეკემბერს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.3-ჯერ და 1.1-ჯერ, 7 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ვარკეთილში - 1.2-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" და ვაშლიჯვარში - უმნიშვნელოდ, ქ.რუსთავში - 1.9-ჯერ, თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, თბილისში ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში -1.2-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.2-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, 9 ნოემბერს თბილისში "ილიას ბაღში" - 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.6-ჯერ, წერეთლის გამზირზე - უმნიშვნელოდ, 10 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავსა და ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში -1.2-ჯერ. 7, 8 და 9 დეკემბრის განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული.