რუსთავში, კოსტავას გამზირზე მიმდინარე მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს . ინფო რუსთავის ინფორმაციით, ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოპირკეთება და დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტების რესტავრაცია მიმდინარეობს. მუშები, რომლებიც სიმაღლიდან გადმოვარდნენ კორპუსის ფასადებზე სავარაუდოდ სამღებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.