ხანძარი რუსთავის ძველ სასაფლაოზე საღამოს გაჩნდა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთერთმა პირმა, რომელიც სასაფლაოს ასუფთავებდა ცეცხლი ხმელ ფოთლებს წაუკიდა და მიატოვა.
ფოთლებიდან ცეცხლი ხმელ ბალახს გადავიდა და მალევე გავრცელდა.
იყო საშიშროება რომ ხანძარს საფლავები დაეზიანებინა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
პირველადი ინფორმაციით ხანძრის შედეგად საფლავები არ დაზიანებულა.
შეგახსენებთ რომ ბოლო 1 თვეში აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი უკკვე 3-ჯერ გაჩნდა.