როდის იხსნება Carrefour-ი რუსთავში

2019-12-10 20:16:14

რუსთავში Carrefour-ის ფილიალი იხსნება.

კომპანიის ცნობით, Carrefour-ი 12 დეკემბერს 13:00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ადმინისტრაცია რუსთაველებს მარკეტის გახსნაზე ეპატიჟება. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მაღაზია მარკეტის ფორმატის იქნება.

Carrefour-ი ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში. დღეისათვის უკვე კომპანიას რამდენიმე ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი აქვს გახსნილი. Carrefour-ი ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსლუზიური მფლობელი Majid Al Futtaim Retail-ია.