რატომ ააფეთქეს კოსტავაზე მანქანა [video]

2019-12-11 00:51:25

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე, სრულმეტრაჟიანი მხატრვრული ფილმის ეპიზოდის გადაღებები მიმდინარეობდა. [ვიდეო/video]

გადაღებებს შპს "მეტრო ფილმ პროდაქშენი" და ეგვიპტური კომპანია "Snapers Film"-ი აწარმოებს.

კოსტავას ქუჩაზე, ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა გადაიღეს, რომლის მიხედვითაც, მოტოციკლისტმა, "მერსედესის" მარკის ავტომობილს, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუმაგრა, რის შემდეგაც ავტომობილი აფეთქდა.

"ეს არის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც გადაიღეს რამდენიმე ქვეყანაში. ფილმის 90% უკვე გადაღებულია და ყველაზე მნიშვნელოვან სცენებს, სადაც არის ე.წ. ექშენ სცენები, გადაღებები იწარმოეწბს რუსთავში. ჩამოსულია მსოფლიოს ერთერთი ექშენ რეჟისორი, რომელსაც უმუშავია ფილმებზე როგორიც არის "Man in black" , "Game of thrones"და ა.შ.", - განაცხადა  "მეტრო პროდაქშენის" აღმასრულებელმა პროდუსერმა სანდრო გაბილაიამ.

ფილმის გადაღებები რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა, მასში 300 ადგილობრივი იყო დასაქმებული, მათ შორის რუსთაველებიც.