"ხელოვნებაში გამოხატული სათქმელი"

2019-12-10 19:22:45

"ხელოვნებაში გამოხატული სათქმელი" - რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე, რუსთაველი 9 მხატვარი ქალის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

"ამ კამპანიის ერთ-ერთი ფრაზა იყო "ყველა ქალს აქვს სათქმელი" და ჩავთვალეთ, რომ ხელოვნებაში, ქალები საკუთარ სათქმელს ყველაზე თამამად და თავისუფლად გამოხატავენ" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ.