სკაუტების საერთაშორისო ცენტრში პროექტი „იდეალისტი“ მიმდინარეობს.

2017-04-11 19:50:41

სკაუტების საერთაშორისო ცენტრში პროექტი „იდეალისტი“ 9 აპრილიდან 16 აპრილამდე ევროკომისიის მხარდაჭერით რუსთავში ხორციელდება. პროექტში მონაწილეობას იღებენ დანიელი და ქართველი მასწავლებლები და სამოქალაქო აქტივისტები. პროექტის მიზანია მონაწილეებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება ინკლუზიური განათლების, კულტურათაშორისი დიალოგისა და სამოქალაქო ჩართულობის სფეროში. ასევე დანიელი სტუმრები გაეცნობიან საქართველოში არსებულ პრაქტიკას, გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებს განათლების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში 11 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლების სამინისტროში, სადაც დანიელი მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებულ ვითარებას, მიმდინარე პროექტებს და სამომავლო ხედვას ინკლუზიური განათლების სფეროში. გარდა ამისა ქართველი და დანიელი მონაწილეები ჩაატარებენ რამდენიმე აქტივობას რუსთავის სკოლაშიც. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის Erasmus+  ფარგლებში, დანიური ორგანიზაციის Global School Partnership Denmark  და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის InoChange-ის პარტნიორობით.