ორიგინალური ნაძვის ხე რუსთავის შესასვლელში

2019-12-10 17:54:08

არასტანდარტული ნაძვის ხე რომელიც საახალწლო განწყობას, რუსთავში შესვლისთანავე შეგიქმნით.

"რუსთავსერვის ცენტრმა", ქალაქის შესასვლელში, მანათობელი ლითონის კონსტრუქციის ნაძვის ხე დაამონტაჟა, რომელიც დიოდური ლენტებით და სტრინგებით 2 დღეში განათდება.

"დღესასწაულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ქალაქის გაფორმება. ეს კეთდება, როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საახალწლოდ ქალაქი ლამაზად მოირთოს. მომავალში ვგეგმავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩავრთოთ ქალაქის გაფორმების პროცესში. როდესაც მოქალაქეს აქვს განცდა, რომ ის მონაწილეობს საკუთარი ქალაქის, უბნის და ეზოს გაფორმებაში, მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება"- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

რუსთავის ქუჩებში საახალწლო დეკორატიული განათების მოწყობის სამუშაოები თითქმის 2 კვირაა მიმდინარეობს.

საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირთვება. მთავარი ნაძვის ხე, ტრადიციულად, მერიის წინ, თავიუფლების მოედანზე დამონტაჟდება, რომელიც წელს განსხვავებულად იქნება მორთული.

რაც შეეხება მთავარ საახალწლო ღონისძიებას, 31 დეკემბერს ტრადიციული გალა-კონცერტი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.