რუსთავში უცხოური ფილმის ეპიზოდს გადაიღებენ

2019-12-09 22:11:05

შპს "მეტრო ფილმ პროდაქშენის" და ეგვიპტური კომპანია "Snapers Film"-ის მიერ მხატვრული ფილმის ეპიზოდის გადაღებასთან დაკავშირებით, რუსთავში, კოსტავას გამზირის #7, #8 -დან #18, #19 საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, გზის მონაკვეთზე, 10 დეკემბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ძველი რუსთავიდან მომავალი ავტომანქანები ცენტრალური ხიდიდან მშენებელთა ქუჩის გავლით, ძველი რუსთავიდან ახალი რუსთავისკენ მოძრავი ავტომანქანები კი ბარათაშვილისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების გავლით იმოძრავებენ.