ქალაქის მასშტაბით 1 წლის განმავლობაში 6 357 ხე-მცენარე დაირგო. ამის შესახებ ინფო რუსთავს "რუსთავსერვის ცენტრში" განუცხადეს.
გამწვანების სეზონური ღონისძიებები ფარგლებში ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რამდენიმე ასეული ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენრე დარგეს. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, სკვერებში და პარკებში დეკორატიული მცენარეებიც გააშენეს.
"ქალაქის გამწვანება იყო და არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვზრუნავთ რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე რათა უკეთესი გარემო შევქმნათ ჩვენს ქალაქში. 2019 წლის იანვრიდან დღემდე, ქალაქის მასშტაბით ჯამში 6 357 ხე-მცენარეა დარგული და ამ მიმართულებით, მომავალ წელსაც საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ,"- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.
ცნობისთვის, ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას რუსთავსერვის ცენტრის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს.