ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 დეკემბერს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის ქუჩებზე, მარის არხის I, II და III დასახლებებში;
14:00-დან 16:00 საათამდე - რუსთავში მე-12, მე-19, მე-17, მე-11, მე-18 მიკრორაიონებში, ტაბიძის, ტურგენევის, პუშკინის, სანაპიროს, ერისთავის, ქუქჩიშვილის, ჭონქაძის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 12:00-დან 17:00 საათამდე - რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.