"მუქარა, ზეწოლა და ძალადობა"

2019-12-09 11:53:56

თურქეთში, ანტალიაში, პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმული საქართველოს 2 მოქალაქე გაანთავისუფლეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის პოლიციამ საოპერაციო სამუშაოები, 14 მისამართზე ერთდროულად გაატარა.

საოპერაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პოლიციამ, 12 პირი დააკავა, რომლებიც მუქარით, ზეწოლითა და ძალადობით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ქალებს პროსტიტუციაში ჩამბას აიძულებდნენ.

პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმული საქართველოს 2 და აზერბაიჯანის 3 მოქალაქე გაანთავისუფლეს.