რუსთავში ხის კოტეჯი დაიწვა. [ვიდეო/video]
ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სახლი მთლიანად განადგურდა.
ცეცხლი მიმდებარედ არსებულ ხმელ ბალახსაც გადაედო, თუმცა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.
იმყოფებოდა თუ არა კოტეჯში ვინმე "ინფო რუსთავი"-სთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ცეცხლის კერების დამუშავება.