"არა! მეორადი ზეთის საწარმოს დავით გარეჯის ქუჩაზე" - ამ სლოგანით ხვალ, 8 დეკემბერს, რუსთავში, დავით გარეჯის #28-ში, აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" აქტივისტები არიან.
აქცია ე.წ. კუდიანი ხიდის მიმდებარე ტერიტოიაზე, სწორედ იმ ადგილას მოეწყობა, სადაც შპს "ეკო ოილი" ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. როგორც ეკოაქტივისტები აცხადებენ, დასახლებული პუნქტიდან 340 მეტრის დაშორებით, იმ ფონზე, როცა რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, კიდევ ერთი საწარმოს აშენება დაუშვებელია.
"ჩვენი სიცოცხლე საფრხეშია! მეორადი ზეთის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის საქმიანობა და წარმომავლობა საზოგადოებაში კითხვის ნიშანს აჩენს, ასევე მძიმე ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის გამოწვევაა. სწორედ ამ ფონზე საკრებულო იღებს უპრეცედენტო, მავნებლურ და არა ქალაქურ გადაწყვეტილებას და ხელს უწყობს მეწარმეს, რომ ააშენოს საწარმო დასახლებულ პუნქტში", - ვკითხულობთ აქციის ანონსში.
როგორც ეკოაქტივისტები აცხადებენ, ისინი ქალქში კიდევ ერთი საწარმოს აშენებას არ დაუშვებენ.