რუსთავში ფილმის გადაღებები იწყება

2019-12-07 13:33:36

რუსთავში კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ. ქალაქში ფილმისთვის ეპიზოდების გადაღბას ამჯერად არაბული კინომწარმოებელი კომპანია გეგმავს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გადაღებების პროცესი 5 დღეში დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ფილმისთვის ეპიზოდების გადაღება ცენტრალურ მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კოსტავას გამზირზე იგეგმება.

საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს "ინფო რუსთავი" აზუსტებს.