რუსთავში, #7 საჯარო სკოლაში, სპორტული ასპარეზობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებდნენ.
სპორტული ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაიხსნა.
რუსთავის დღის ცენტრების ბენეფიციარები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, შაშშსა და ბოჩაში შეეჯიბრნენ.
ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ: - "ძალიან კარგი ტრადიცია აქვს ქალაქს. განსაკუთრებული მზრუნველობა ვისაც სჭირდება ჩვენს ქალაქში, ამ ადამიანებთან ერთად ვაწყობთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, თეატრალური წარმოდგენა წარმოგვიდგინეს რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა, დღეს უკვე სპორტული შეჯიბრი გვაქვს. დიდი სურვილი მაქვს ჩართული იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობა, არადმედ როგორც მოსახლეობა, ასევე ადამიანები, რომლებიც რუსთავის ტერიტორიაზე ეწევიან სხვადასხვა ბიზნესს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათი სითბოსთვის და სიყვარულისთვის, ჩვენ თუ ვიქნებით მათი მეგობრები და გვეყვარება ეს ადამიანები, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი მომავალი ექნება"