გამოძიების შედეგად ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან სავარაუდო კავშირის გამო რუსეთის ორი დიპლომატი გერმანიიდან გააძევეს და პერსონა ნონგრატად გამოაცხადეს. არსებობს ეჭვი, რომ ქართველი მამაკაცის მკვლელობა რუსეთის მთავრობის მიერ იყო შეკვეთილი. რუსეთის საგარეო სამინისტრო მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილია. ზელიმხანი იყო პიროვნება, რომელმაც 2012 წელს აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის შუამავლის როლი იკისრა.
ხანგოშვილს 2015 წელს თბილისში დაესხნენ თავს, თბილისის ცენტრში უცნობმა რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. ხანგოშვილის მეგობრის განცხადებით, თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი.