ოჯახში ძალადობის ფაქტი რუსთავში, XII მიკრორაიონში.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 55 წლამდე მამაკაცმა 50 წლამდე ქალს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ქმარი ცოლს სისტემატურად სცემდა.
მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა, გამოძიება სსკ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.