რუსთავში ლიფტების ქურდი დააკავეს

2019-12-04 22:20:46

რუსთავში ლიფტების ქურდი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 50 წლამდე მამაკაცი იმ დროს დააკავეს როდესაც ის ლიფტებში დამონტაჟებულ ხურდისთვის განკუთვნილ ყულაბებს აზიანებდა და ფულს იპარავდა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცს ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერებაც აღმოაჩნდა. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.