შიდა გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია [photo]

2019-12-11 20:19:47

რუსთავში, შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების რეაბილიტაციის I ეტაპი დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ქალაქში, არერთ მისამართზე მოგვარდა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პრობლემა, რაც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ აღნიშნული ლოკაციების დეტალურ ჩამონათვალს.

სპორტის ჩიხისა და მიმადებარე ეზოების კეთილმოწყობა, ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები - სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს "იბერი" გახლდათ. რეაბილიტაციის პროცესი 19 სექტემბერს დაიწყო და 60 დღე გასტანა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  436 011 ლარია.

დავით გარეჯის #1, რუსთაველის 1 გასასვლელი, ქაშაკაშვილის ჩიხი, დონეც-მეტალურგების 1, 2 გასასვლელი და მიმდებარე ეზოები - სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "გზატკეცილი  +"- მა შეასრულა. რეაბილიტაციის პროცესი 11 მარტს დაიწყო და  210 დღე გაგრძელდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 900 000 ლარია.

გოგებაშვილის ქუჩა და მიმდებარე ეზოების კეთილმოწყობა - შემსრულებელი კომპანია ამ შემთხვევაშიც შპს "გზატკეცილი +"- ია. ეზოების გზის საფარის რეაბილიტაცია 11 აპრილს დაიწყო და პროცესმა 80 დღე გასტანა. პროექტის განორციელებისთვის ბიუჯეტიდან 309 775 ლარის გამოყოფა მოხდა.

ჭყონდიდელი დასახლება, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩები - სამუშაოებს შპს "გზატკეცილი  +" აწარმოებდა. ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 მარტს დაიწყო და 60 დღე გაგრძელდა. პროექტის განხორციელება 67 775 ლარი დაჯდა.

მე-18 და მე-19 მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია - შემსრულებელი კომპანია შპს "გზატკეცილი  +". გზების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება 23 აპრილს დაიწყო და 80 დღე გაგრძელდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 390 775 ლარია.

რჩეულიშვილის #18 კორპპუსის ეზოს, მე-12 მიკრორაიონისა და პუშკინის ქუჩის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია - სამუშაოების შემსრულებელი შპს "სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია" გახლდათ. აღნიშნულ მონაკვეთებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და  პროექტის განსახორციელებლად 234 110 ლარი დაიხარჯა.

21-ე მიკრორაიონის 4 ლოკაცია - სამუშოაები შპს "გზატკეცილი +"-მა შეასრულა. რეაბილიტაციის პროცესი 19 მარტს დაიწყო და უკვე დასრულდა. პროექტი 349 775 ლარის ღირებულებისაა.

ვახუშტის #8 და მე-12 მიკრორაიონის #19 კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია - სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს "ლუკრია". ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აღნიშნულ მისამართებზე 21 მარტს დაიწყო  60 დღე გაგრძელდა. პროექტის განხორციელება 107 998 ლარი დაჯდა.

ძირითადად, ჩამოთვლილ მისამართებზე იდენტური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, მოხდა ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწესრიგება.

ამ ეტაპზე სამუშაოები ბალანჩივაძისა და გორის ქუჩებზე, ასევე მარჯვენა სანაპიროზე არსებულ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. პირველ ორ ლოკაციაზე რეაბილიტაციის პროცესის დასრულება 2019 წლის დასასრულშია დაგეგმილი, რაც შეეხება გორის ქუჩას, როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განგვიცხადეს, ეს მრავალწლიანი პროექტია და 2019 წელს მისი განხორციელება ვერ დასრულდება.