რა გახდა მომღერლის ინსპირაციის წყარო [video]

2019-12-04 14:52:27

ესტონელი მომღერალი, ეგერტ მილდერი ევროვიზია 2020-ზე აპირებს საქართველოს უმღეროს. იმ შემთხვევაში, თუ ეგერტ მილდერი ესტონეთის შიდაშესარჩევ კონკურსზე გაიმარჯვებს, მისი საკონკურსო სიმღერა Georgia (On My Mind) ევროვიზიის დიდ სცენაზე გაჟღერდება.  სიმღერის კლიპი ინტრენეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კლიპი საქართველოში, რამდენიმე ლოკაციაზეა გადაღებული, მათ შორისაა, ვარძია, ყაზბეგი, რაბათი და თბილისი. ასევე აღსანიშნავია, რომ კლიპში მონაწილეობას ქართველებიც იღებენ.

როგორც ეგერტ მილდერი აღიშნავს, ის ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში, რაც მისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. მომღერალი აქ არსებულ ჯადოსნურ და ხელშეუხებელ ბუნებაზე საუბრობს.

"ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა დახურო ძველი კარი და ეძებო რაიმე ახალი. ჩემთვის ასეთი სიახლე იყო საქართველო. ბოლო სამი წლის განავლობაში ვმუშაობდი და ვცხოვრობდი საქართველოში. მშვიდი და მდუმარე კავკასიური მთები, მთებზე შეფენილი ათობით ათასი ცხვარი, შუა მაგისტრალზე ძროხა, ხელშეუხებელი და ჯადოსნური ბუნება, ყველაფერი ამის გადმოცემა სიტყვებით რთულია. ჩემი ჯადოსნური მოგზაურობა დასრულდა, ამიტომაც შევქმენი ახალი ვიდეო, სადაც ვყვები ამ ბუნებაზე და ძალიან კარგ ადამიანებზე. მე ვუსმენდი ქარს, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიას მიყვებოდა.

მუსიკის პროდიუსერია Kaspar Kalluste და Matteo Capreoli, TTeo TTeo. ვიდეო რეჟისორია Mart Vares, რომელიც გამთენიისას, დილიდ 4-5 საათზე ადიოდა მთებში, რომ საუკეთესო კადრები გადაეღო ჩემთვის. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებმაც კლიპში მონაწილეობა დიდი სიამოვნებით მიიღეს", - წერს მომღერალი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.