"კლასობანა" რუსთავის ეზოებში (ფოტოები).

2016-11-05 16:00:29

საცხოვრებელი კორპუსების 5-ეზოში პატარებისთვის ფერადი „კლასობანა“ მოიხატა. აქტივობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და  განათლების ფონდის“ ორგანზებით განხორციელდა. ორგანიზატორების მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიონ, ბავშვების ფიზიკურ აქტივობას. აქცია უკვე განხორციელდა თბილისსა და ქუთაისში.