ჰაერის დაბინძურება რუსთავში

2019-12-04 12:24:51

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

28 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე და ვაშლიჯვარში - 1.3-ჯერ, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში - 1.4-ჯერ, თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 1.9-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, 29 ნოემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე და "ილიას ბაღში" - 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.3-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.1-ჯერ, 30 ნოემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ, ვარკეთილში - 1.2-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.3-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.1-ჯერ და ვაშლიჯვარში - უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული. პირველ დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ. რუსთავში - 1.2-ჯერ, ხოლო ორ და სამ დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირდა.