მერიასთან ახალი წარწერები გამოჩნდა [photo]

2019-12-03 23:46:31

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ასფალტზე ახალი წარწერები გამოჩნდა.

შენობის შესასვლელთან ორ ადგილზე სიტყვა "გავიგუდეთ" წერია.

აქტივისტებმა ამ ფორმით საკრებულოს ბოლო გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

"საკრებულო უნდა ფიქრობდეს რომ ხალხის აზრი მოისმინოს, გადაწყვეტილება მიიღეს ერთპიროვნულად ისე რომ სპეციალისტი, აქტივისტი და სამოქალაქო სექტორის არცერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს. რაც შეეხება საწარმოს მშენებლობას, რაც არ უნდა გამართული საწარმო იყოს, ადგილი მისი მშენებლობისთვის არის მიუღებელი. არის ბევრი ადგილი, ქალაქიდან მოშორებით სადაც შეიძლებოდა აშენებულიყო. თუ არგუმენტი არის ის რომ ეს საწარმო არის ეკოლოგიურად სუფთა მაშინ მერიის წინ ავაშენოთ, ეგ უკეთესი ადგილია. საზოგადოება არ ენდობა მეწარმეებს და მეტიც არ არსებობს 100% ეკოლოგიურად სუფთა საწარმო და რატომ ვაძლევთ ინვესტორებს იმის საშაულებას რომ აშენდეს უშუალოდ ქალაქში და დასახლებულ პუნქტში. ეს არის რუსთაველების უპატივცემულობა და მსგავსი გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან კონსულტაციით უნდა მიიღონ", - ნიკოლოზ მუსერიძე.

აქტივისტები აცხადებენ რომ დასახლებულ პუნქტში არცერთ ბიზნესმენს არ მისცემენ საწარმოს მშენებლობის უფლებას და პროტესტი გაგრძელდება.

შეგახსენებთ რომ ზეთის გადასამუსავებელი საწარმო რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარედ შენდება. საკრებულოში აცხადებენ რომ ეს არის საწარმოო ზონა და რომ კანონი არ დარღვეულა.