სუიციდის მცდელობა რუსთავში

2019-12-04 00:57:31

სუიციდის მცდელობა რუსთავში, XIV მიკრორაიონში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცმა 112-ში დარეკა და განაცხადა რომ სუიციდს აპირებდა.

ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, ახალგაზრდას წამლების დიდი დოზა ჰქონდა მიღებული.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.