საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

2019-12-03 20:26:10

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მძღოლებს ლომოურის ქუჩაზე მოძრაობა შეეზღუდებათ ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალიდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით ლომოურის ქუჩაზე ვერ გაივლიან.

მოძრაობა შესაძლებელი იქნება შოთა რუსთაველის მოედნიდან რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მიმართულებით.

აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო შეზღუდვა წლის ბოლომდე შენარჩუნდება.