რუსთავში გარე განათების სისტემას ანახლებენ

2019-11-23 17:24:06

რუსთავში ძველი გარე განათების სანათები ახლით იცვლება. სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი აწარმოებს.

სამსახურში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები მონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.

“ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანათები მოძველებულია, რის გამოც ექსპლუატაციის ხარჯი იზრდება, ამიტომ აუცილებელია ძველი სანათების ახლით შეცვლა”- განაცხადეს რუსთავსერვის ცენტრში.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,”რუსთავსერვის ცენტრი’” ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.