რუსთავში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

2019-11-16 17:19:08

"რუსთავსერვის ცენტრი"-ის დასუფთავების მობილური ჯგუფი ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ადგილებს ასუფთავებს.

სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაზონებიც წესრიგდება.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავსერვის ცენტრი" მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.