სოლიდური ჯარიმა მძღოლებს

2019-12-01 15:44:06

ბრიტანელი მძღოლები შესაძლოა სრულიად უწყინარი ქცევისთვის – საკუთარ ავტომობილში სიმღერისთვის დაჯარიმდნენ. ჯარიმა  5 ათასი ფუნტი სტერლიგნი იქნება.

ექსპერტთა აზრით, ავტომობილში გამართული წვეულება მძღოლის ყურადღებას აქვეითებს და შესაძლოა საშიში მანევრირების მიზეზი გახდეს.

კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ერთია მუსიკის მოსმენა და მეორე სიმღერა და ცეკვა, რაც ბუნებრივია ყურადღებას საჭიროებს და მძღოლს მთავარი საქმიანობისგან აცდენს.

გარდა ამისა, მუსიკის ზედმეტად ხმამაღლა მოსმენაც აიკრძალება, რადგან ასეთ დროს მძღოლი გარე სამყაროს წყდება, ვერც მოახლოებული სასწრაფოს ხმას გაიგებს და ვერც სხვა გამაფრთხილებელ ნიშანს შეამჩნევს.

ანტი–სოციალური ტარებისთვის მძღოლები 100 ფუნტით დაჯარიმდებიან.