შშმ პირთა საერთაშორისო დღე [photo]

2019-12-03 14:03:55

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე" - ღონისძიება რუსთავის დღის ცენტრში გაიმართა.

ცენტრის ბენეფიციარებმა, თეატრალური დადგმა, "წუნა და წრუწუნა" წარმოადგინეს.

ღინისძიებას, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩემი აზრით, მხოლოდ დღევანდელი დღე არ უნდა იყოს განსხვავებული. ამ ბავშვებთან და ამ ადამიანებთან, თუ ვიმეგობრებთ, ადამიანების გულებში სიკეთეც იქნება და სიყვარულიც. რაც შეეხება პედაგოგების გადამზადების კუთხეს. მთავარი ის არის, რომ ეს ეტაპები გაიარო და შესაბამისი ქულები მოაგროვო და სერთიფიკატი აიღო. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ეს კურსები გაიარეს წარმატებით და სერთიფიკატი აიღეს. თუ იქნება დამატებით პროგრამებზე მოთხოვნა, მზად ვართ, რომ დავაფინანსოთ ჩვენი ნიჭიერი პედაგოგები, უფრო მეტი გასაქანი მივცეთ და უფრო მეტად გავამრავალფეროვნოთ ცენტრის ფუნქციონირება", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.