ქურდობა რუსთავის მაღაზიაში

2019-12-03 00:13:47

ქურდობის ფაქტი რუსთავში, სურსათის მაღაზიაში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 35 წლის ქალმა მეგობრობის გამზირზე, სურსათის მაღაზიიდან 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი მოიპარა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კამერების დათვალიერების შემდეგ დადგინდა იმ პირის ვინაობა ვინც არაყი მოიპარა.

ქალი იდენტიფიცირებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს.