„თქვენი დახმარება, ჩვენი იმედია“, „ნუ ჩაივლი“, - მსგავსი ხელნაკეთი ბანერებით თბილისი საავტომობილო გზებზე ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. ისინი 21 წლის ხატია პარუნაშვილს ეხმარებიან.
ხატია პარუნაშვილის მეგობრები საქველმოქმედო აქციას დღეს, პირველ დეკემბერს თბილისში მართავენ.
ისინი 21 წლის ახაგაზრდას ეხმარებიან, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, მას მკურნალობა და ოპერაცია ესაჭიროება.
საქველმოქმედო ღონისძიებების გარდა, გახსნილია ანგარიში.
თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061 საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL მიმღები მარიამ პარუნაშვილი.
ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია 0 901 700 177