„ჩილიმ ბარების თანამშრომლებს შეუძლიათ კლიანეტს ჩილიმი მოაწევინონ გარეთ“. ამის შესახებ, თამბაქოს ამკრძალავი პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კახა ღვინიანიძემ „ინფო რუსთავის“ გადაცემაში „თავისუფალ ეთერში“ ისაუბრა. კანონპროექტის მიხედვით, ჩილიმის მოწევა ნებისმიერ ობიექტში აიკრძალება და მხოლოდ გარე სივრცეში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა აიკრძალება ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი, მათ შორის სიგარა და ელექტრონული სიგარეტი.